სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გამარჯვებას Twitter-ზე გამოეხმაურა.
„საოცარი მატჩი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ, ჩემს სამშობლო ესპანეთსა და საქართველოს შორის. ვულოცავ ჩემს ქართველ მეგობრებს, ამ დიდ გამარჯვებას“, – წერს ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები 82:76 დაამარცხა.