უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ პოლონეთს და ჩეხეთს ტანკების მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენი ძმების, პოლონეთისა და ჩეხეთის დახმარება ჩვენთვის ფასდაუდებელია. თქვენი ტანკების წყალობით, ჩვენ ვებრძვით ჩვენს საერთო მრავალსაუკუნოვან მტერს. ჩვენ ვიბრძვით უკრაინისთვის, ჩეხეთისთვის, პოლონეთისთვის“, - აღნიშნა ზალუჟნიმ.