ბრიტანეთმა 4,6 მილიარდი გირვანქა სტერლინგის (6,2 მილიარდი აშშ დოლარი) მხარდაჭერის პაკეტი შესთავაზა ბიზნესს, რათა შეამსუბუქოს მოსალოდნელი რეცესია, რომელიც გამოწვეულია COVID-19 შემთხვევების ზრდით.
პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა 4 იანვარს გამოაცხადა კარანტინის შესახებ. ახალი კარანტინის მიხედვით დაიხურება თითქმის ყველა სასწავლებელი, ხოლო სასტუმროებს სრულიად აეკრძალათ მუშაობის განახლება. საცალო ვაჭრობის, სტუმართმოყვარეობისა და დასვენების სექტორის წარმომადგენლებს, ახალი ინიციატივის ფარგლებში, შეეძლებათ მიიღონ ერთჯერადი გრანტი 9000 ფუნტ სტერლინგის ოდენობით, ხოლო დანარჩენი 600 მილიონი სხვა ბიზნესებისთვისა გათვლილი.
ბიზნესების ნაწილმა შეძლო ახალ რეალობასთან ადაპტირება და ისწავლა პანდემიის პერიოდში მუშაობა, თუმცა J.P Morgan-ის ეკონომისტების თქმით,2021 წლის პირველი სამი თვის მანძილზე, მაინც არის მოსალოდნელი ეკონომიკის 2,5%-ანი ვარდნა.
ფინანსთა სამინისტროს 280 მილირადი გირვანქას ოდენობის დახმარება უკვე მოქმედებს ბიზნესისთვის,რომელიც აპრილამდე შენარჩუნდება, დამატებითი ფინანსები კი განსაზღვრულია, ბიზნესებისა და სამუშაო ადგილებისთვის დამატებითი,ერთჯერადი დახმარებისთვის.