თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფატზე 500 ლარით დააჯარიმა

თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 500 ლარით დააჯარიმა. ბიზნესმენს გამოძიება მარიხუანას შეძენა-შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას ედავებოდა. 

თავად ბრალდებული სასამართლოს დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა, მან სასამართლოს განუცხადა, რომ შანტაჟის მსხვერპლია.

გალიფ ოზთურქის ადვოკატმა თენგიზ კახიძემ სასამართლოს ექპერტიზის დასკვნა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც დგინდება - გალიფ ოზთურქის სისხლის ნიმუშში ნარკოტიკული საშუალება არ აღმოაჩნდა.

ცნობისთვის, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გალიფ ოზთურქის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7,2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღეს.