"წარმოუდგენელია, იმის დაშვება, რომ რუსეთმა „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. ყველას ინტერესშია საერთაშორისო სამართლის პატივისცემისა და დაცვის უზრუნველყოფა", - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკის განაცხადა.
„წარმოუდგენელია, იმის დაშვება, რომ რუსეთმა „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. ჩვენ გვერდით არ დავდგებით და ვერ მივცემთ რუსეთს შესაძლებლობას, გამოიყენოს ეს შეხვედრა, როგორც ტრიბუნა“, – განაცხადა ბერბოკმა.
ცნობისთვის, „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე 7-8 ივლისს გაიმართება, სადაც როგორც ცნობილია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც იქნება.