დღეს გახდება ცნობილი ვინ გააკონტროლებს შეერთებული შტატების სენატს

ჯორჯიის შტატში დღეს არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს,დღეს გახდება ცნობილი თუ ვინ გააკონტროლებს აშშ-ის სენატს სამომავლოდ.

ორი ვაკანტური პოზიციიდან, თუ ერთი რესპუბლიკელი კანდინდატი მოიგებს სენატში უმრავლესობას კვლავ რესპუბლიკური პარტია შეინარჩუნებს.მეორე ტურის წინ ჩატარებული გამოკითხვები დემოკრატთა მცირე უპირატესობას აჩვენებს. თუ ორივე პოსტი დემოკრატმა კანდიდატებმა მოიგეს, სენატში რესპუბლიკელები და დემოკრატები 50-50-ზე აღმოჩნდებიან. ამ შემთხვევაში, ვიცე-პრეზიდენტს აქვს ხმის მიცემის უფლება და უპირატესობის მოპოვების შანსი. მომავალ სენატში ამ პრივილეგიის მფლობელი, არჩეული დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ სენატს რესპუბლიკელები გააკონტროლებენ, არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისთვის ცვლილების განხორციელება შეიძლება გართულდეს. ასეთ დროს, ამერიკაში, ტრადიციულად ხანგრძლივი მოლაპარაკებები იმართება, იქნება ეს სამთავრობო ბიუჯეტის დამტკიცება, ჯანდაცვის რეფორმა, ემიგრაციის, თუ სხვა ტიპის საკანონმდებლო გადაწყვეტილებები.

დღეს ამერიკის სამხრეთში მდებარე შტატში, ამომრჩეველთა მაღალ აქტივობას მოელიან. სამ მილიონზე მეტმა ჯორჯიელმა უკვე ისარგებლა ადრე ხმის მიცემის უფლებით და სასურველი კანდიდატი უკვე შეარჩია. ჯორჯიაში ორი თვის წინ, 3 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო.