- დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევის განრიგი მომავალ კვირას გახდება ცნობილი
- ჯონსონმა გადადგომის სიტყვაშიც არ დაივიწყა უკრაინისადმი მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობა
ბორის ჯონსონი პარტიის ლიდერის თანამდებობას ტოვებს და მისი ახალი ლიდერის არჩევამდე პრემიერ-მინისტრად რჩება.
ჯონსონმა განაცხადა, რომ უზომოდ ამაყობს თავისი მიღწევებით, მათ შორის არის Brexit-ის დასრულება, პანდემიის გადალახვა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის საწინააღმდეგო ქმედებების დროს გამოჩენილი ლიდერობა. ჯონსონმა გადადგომის სიტყვაშიც არ დაივიწყა უკრაინისადმი მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობა.
„ნება მომეცით, ახლავე ვუთხრა უკრაინელ ხალხს, რომ ვიცი, ჩვენ, დიდ ბრიტანეთში გავაგრძელებთ თქვენი თავისუფლებისთვის ბრძოლას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.
„ახლა ნათელია, რომ პარტიას ახალი ლიდერი სურს, ქვეყანას კი, ახალი პრემიერ-მინისტრი. შეუპოვრად ვიბრძოდი ბოლო დღეების განმავლობაში და ვრჩებოდი თანამდებობაზე, რადგან ვგრძნობდი, რომ ეს იყო ჩემი მოვალეობა და პასუხისმგებლობა თქვენ წინაშე. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მე ვცდილობდი, დამერწმუნებინა ჩემი კოლეგები, რომ ექსცენტრიული იქნებოდა ხელისუფლების შეცვლის გადაწყვეტილება, როდესაც გვაქვს ამხელა მანდატი და როდესაც ეკონომიკური სურათი რთული გვაქვს შიდა და საერთაშორისო დონეზე.
ვწუხვარ, რომ ამ კამათში წარმატებას ვერ მივაღწიე და, რა თქმა უნდა, ეს მტკივნეულია, რომ ამდენი იდეისა და პროექტის განხილვას ვეღაც შევძლებ. ჩემო მეგობრებო, პოლიტიკაში არავინ არის შეუცვლელი და ჩვენი ბრწყინვალე სისტემა წარმოშობს სხვა ლიდერს, რომელიც თანაბრად მოწოდებულია, წინ წაიყვანოს ეს ქვეყანა ამ რთულ პერიოდში.და, იმ ახალ ლიდერს, სადაც არ უნდა იყოს ის, მე ვეუბნები, რომ მაქსიმალურად დაგიჭერთ მხარს - თქვენ და ბრიტანულ საზოგადოებას, ვიცი, რომ ბევრი ადამიანი იგრძნობს შვებას და შესაძლოა, საკმაოდ ბევრიც დარჩეს იმედგაცრუებული. მინდა, უბრალოდ, იცოდეთ, რა სევდიანი ვარ, რომ ვტოვებ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს. უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ბრიტანულ საზოგადოებას, იმ უდიდესი პრივილეგიისთვის, რომელიც მომანიჭეთ. მინდა, იცოდეთ, რომ ამიერიდან, ვიდრე ახალი პრემიერი აირჩევა, თქვენი ინტერესები იქნება დაცული და ქვეყნის მართვა გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრობა თავისთავად განათლებაა. მე ვიმოგზაურე გაერთიანებული სამეფოს ყველა კუთხეში და ჩვენი სამყაროს ბუნებრივი სილამაზის გარდა, უამრავ ადამიანს ვხვდებოდი, რომლებისც გამოირჩევიან ასეთი უსაზღვრო, ბრიტანული ორიგინალურობით და მზად არიან, ძველი პრობლემები ახლებურად გადაჭრან. ჩვენ ოქროს მომავალი გველის“.
- Sky News.: ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, მომავალი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, კონსერვატიული პარტიის წევრებს შორის მთავარი ფავორიტია
- ბორის ჯონსონი თანამდებობის შესანარჩუნებლად, ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს
- 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის დატოვების შესახებ 21-მა ადამიანმა განაცხადა
- ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს დაუდასტურა, რომ რუს ოლიგარქ, ალექსანდრე ლებედევთან შეხვედრა გამართა
შეგახსენებთ, ბორის ჯონსონის მთავრობაში კრიზისია. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა დატოვეს კაბინეტი, სულ მცირე, 27-მა ადამიანმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯი. უფრო ადრე, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა. საუბარია კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერზე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა.