ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი, პრემიერ-მინისტრის პოსტზე, კონსერვატიული პარტიის წევრებს შორის აშკარა ფავორიტია. ამას YouGov-ის ბოლო გამოკითხვა ადასტურებს, იუწყება Sky News-ი.
- მედია: ჯონსონმა შესაძლოა, უახლოეს საათებში გადადგომაზე განცხადება გააკეთოს
- ლიზ ტრასმა G20-ის შეხვედრა დატოვა და ლონდონში ბრუნდება
კონსერვატიული პარტიის წევრების ახალი გამოკითხვის თანახმად, თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი ამარცხებს ყველა მთავარ კონკურენტს, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასსაც.
ბენ უოლესმა, როგორც ბორის ჯონსონის დროს თავდაცვის მინისტრმა, უკრაინისთან მიმართებით, ბრიტანეთის მიერ მხარდაჭერის საკითხში, მთავარი როლი შეასრულა. ამასთან, უოლესმა ბორის ჯონსონის მიმართ, მხარდაჭერა ბოლომდე შეინარჩუნა და კაბინეტის 50-ზე მეტი წევრის მსგავსად, თანამდებობიდან არ გადამდგარა. უოლესმა განაცხადა, რომ მას აქვს ვალდებულება უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი.
- ბორის ჯონსონი თანამდებობის შესანარჩუნებლად, ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს
- 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის დატოვების შესახებ 21-მა ადამიანმა განაცხადა
- ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს დაუდასტურა, რომ რუს ოლიგარქ, ალექსანდრე ლებედევთან შეხვედრა გამართა
შეგახსენებთ, ბორის ჯონსონის მთავრობაში კრიზისია. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა დატოვეს კაბინეტი, სულ მცირე, 27-მა ადამიანმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯი. უფრო ადრე, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა. საუბარია კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერზე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა.