დიდი ბრიტანეთის მთავრობა კიდევ ხუთმა მინისტრმა დატოვა. მათ შორის არიან: კულტურის მინისტრი, ჯულია ლოპესი, ბიზნესის საკითხებში მინისტრი, ლი როული, განათლების მინისტრი, ალექს ბარგჰარტი. ხაზინის მინისტრი, ჯონ გლენი, იუსტიციის მინისტრი, ვიქტორია ატკინსი და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის საკითხებში მინისტრი, ჯო ჩერჩილი.
BBC-ს ინფორმაციით, მინისტრების გარდა, თანამდბეობები დატოვეს საპარლამენტო მდივნებმა და თანაშემწეებმა.
ბორის ჯონსონი დარწმუნებულია, რომ მას შეუძლია შეავსოს, ვაკანტური თანამდებობები, ამის შესახებ მისი პრეს-მდივანი ამბობს. მისი თქმით, დანიშვნების შესახებ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის მთავრობა 21-მა ადამიანმა დატოვა.
მას შემდეგ, რაც ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა დატოვეს ბორის ჯონსონის მთავრობა, სულ მცირე, 27-მა ადამიანმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯი.
უფრო ადრე, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა. საუბარია კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერზე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა.