თურქეთთან შეთანხმების საფუძველზე, ისრაელის ავიაკომპანიები, ანკარის მიმართულებით ფრენების უფლებას მიიღებენ

თურქეთი და ისრაელი დღეს, სამოქალაქო ავიაციის სფეროში 71-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველ შეთანხმებას გააფორმებენ. ბოლოს, მხარეებს შორის ანალოგიური შეთანხმება, 1951 წელს გაფორმდა.

„ახალი შეთანხმება, ანკარასთან ურთიერთობას გაამყარებს და ისრაელის ავიაკომპანიებს საშუალებას მისცემს, თურქეთში ავიარეისები განაახლონ“, - ნათქვამია ისრაელის მთავრობის განცხადებაში.

„საავიაციო სფეროში ურთიერთობები სტრატეგიული ინსტრუმენტია, ისრაელის ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონში ქვეყნის პოზიციის შესანარჩუნებლად“, - აცხადებს ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელი, მერავ მიქაელი.