ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა „სწორი გადაწყვეტილება მიიღო“, როდესაც გადადგა კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობიდან და რომ მთავრობამ უნდა განაგრძოს მუშაობა, ვიდრე ახალი ლიდერი დაინიშნება.
„ჩვენ ახლა გვჭირდება სიმშვიდე, ერთიანობა და შევინარჩუნოთ მმართველობა, ვიდრე ახალი ლიდერი მოიძებნება“, - აღნიშნა ტრასმა.
ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს.