ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირში ჩრდილოეთ მაკედონიის მისწრაფებას მხარს უჭერს. შარლ მიშელი ჩრდილოეთ მაკედონიაში ოოფიციალური ვიზიტით იმყოფება და შეხვედრებს მართავს. 

 „ჩვენ შევძლებთ, დავიწყოთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან, როგორც კი მივიღებთ ამ წინადადებას. ამ მიზეზების გამო ლოდინი აღარ გვჭირდება, ლოგიკურად, გონივრულად და პასუხისმგებლობით აზროვნებით გამოვიყენოთ ქვეყნის წინსვლის ეს ისტორიული შესაძლებლობა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კოვაჩევსკიმ განაცხადა.

მან რამდენიმე დღის განმავლობაში, მთავრობის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციებზეც მიუთითა. კოვაჩევსკიმ აღნიშნა, რომ ეს აქციები ორგანიზებული იყო პოლიტიკური პარტიების მიერ, რომლებიც ღიად ეწინააღმდეგებიან ჩრდილოეთ მაკედონიის NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას. განაცხადა, რომ ჩრდილოეთ მაკედონია დემოკრატიული ქვეყანაა და მოქალაქეებს აქვთ პროტესტის გამოხატვის უფლება. კოვაჩევსკიმ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ იმოქმედონ ქვეყნის კანონების ფარგლებში.

სკოპიეში ვიზიტის დროს შარლ მიშელი, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტს სტევო პენდაროვსკისა და პარლამენტის თავმჯდომარეს ტალატ კაფერს შეხვდა.