რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაე ჩიუკამ განაცხადა, რომ საბერძნეთიდან ბულგარეთში ინტერკონექტორის გაშვების შემდეგ, მისი ქვეყანა შეძლებს, უზრუნველყოს გაზის მიწოდება უკრაინასა და მოლდოვაში. ამის შესახებ მთავრობის ხელმძღვანელმა საბერძნეთში ვიზიტისას განაცხადა.
„ინტერკონექტორი უზრუნველყოფს გაზის მიწოდებას როგორც ბულგარეთში, ასევე, რუმინეთში. რა თქმა უნდა, ჩვენ შევძლებთ ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორების - უკრაინისა და მოლდოვისთვის გაზის მიწოდებას", - ხაზგასმით აღნიშნა ჩიუკაუმ.