აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. შეზღუდვები მეტალურგიული ინდუსტრიის წინააღმდეგ არის მიმართული. ფინანსთა სამინისტროს თანახმად, სასანქციო სიაში 17 კომპანია და ერთი ფიზიკური პირი მოხვდა.

ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც.

განცხადებაში ნათქვამია,რომ აშშ კვლავ გააგრძელებს ირანის რეჟიმის მიმართ სანქციების დაწესებას, ასევე თითოეული იმ პირისა თუ სუბიექტის მიმართ,ვინც შეეცდება რეჟიმს ხელი შეუწყოს აშშ-ის სანქციების თავიდან არიდებაში.

აშშ-ის სანქციების ფონზე, ირანმა კორეული ტანკერი საკუთარ წყლებში დააყადაღა.