ვოლოდიმირ ზელენსკი: დიდი ბრიტანეთი არის სიკეთის მხარეს, ის უკრაინის გვერდით დგას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს უკრაინას და მისი პოლიტიკა არ შეიცვლება პრემიერ მინისტრის ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ის, რასაც ჯონსონი აკეთებდა უკრაინისთვის, ძალიან დაგვეხმარა. მე მას უკრაინის მეგობრად ვთვლი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისი საზოგადოებაც მხარს უჭერდა უკრაინას ევროპაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ დიდი ბრიტანეთი არის სიკეთის მხარეს და უკრაინის გვერდით დგას“, - განუცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

7 ივლისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტი დატოვა, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს.