აშშ–ის პატენტებისა და სასაქონლო ნიშნის სამსახურმა ოფიციალურად მიანიჭა Apple–ს ორ პატენტზე უფლება, ორი მიმართულებით დატენვისთვის, ასევე ცნობილი როგორც უკუ დატენვის სახელით (Reverse charging). Apple-ი ამ ფუნქციაზე რამდენიმე წელია რაც მუშაობს, კომპანიამ პატენტზე უფლებები 2016 წლის მარტში მოითხოვა. პატენზე ინფორმაციას Patently Apple-ი ავრცელებს.
კომპანიის მიერ წარმოდგენილ ილუსტრაციებზე, ჩანს თუ როგორ იმუშავებს მათი ახალი გამოგონება და კონკრეტულად სად იქნება ის მოთავსებული McBook-ში.
როგორც ჩანს ახალი მრავალი ინდუქციური დატენვის ხვია(coil) შეიძლება განთავსდეს MacBook– ის ჩარჩოში, რაც საშვალებას მისცემს მომხმარებელს, რამდენიმე მოწყობილობა ერთდროულად დამუხტოს, ზედმეტი კაბელების გარეშე.