ირაკლი ღარიბაშვილი: ვიმედოვნებ, ავსტრიასთან სამომავლო პარტნიორობა ყველა ფორმატში გაფართოვდება

საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე, როგორც ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის ავსტრიის მადლობელი ვარ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან კარლ ნეჰამერთან შეხვედრის შემდეგ წერს.

მთავრობის მეთაური იმედოვნებს, რომ სამომავლო პარტნიორობა ყველა ფორმატში გაფართოვდება.

„აქტიური პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების შესახებ ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერ კარლ ნეჰამერთან. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე, როგორც ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის ავსტრიის მადლობელი ვარ.  ვიმედოვნებ, რომ ჩვენი სამომავლო პარტნიორობა ყველა ფორმატში გაფართოვდება“, – წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.


ასევე წაიკითხეთ: