აზერბაიჯანმა, 2022 წლის 6 თვეში, ექსპორტირებული გაზის მოცულობა დაასახელა. აზერბაიჯანიდან 2022 წლის 6 თვეში ევროპაში გაზის ექსპორტმა 5,4 მილიარდი კუბური მეტრი შეაგინა. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰაბაზოვმა Twitter-ზე დაწერა.
- აზერბაიჯანი, აგვისტოდან ნავთობის დღიური მოპოვების გაზრდას გეგმავს
- აზერბაიჯანი ირანის გავლით, თურქმენული გაზის იმპორტის მოცულობას ზრდის
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, თურქეთში აზერბაიჯანული გაზის ექსპორტმა 4,3 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, საქართველოში კი 1,5 მილიარდი კუბური მეტრი.
ამასთან, აზერბაიჯანიდან 2022 წლის იანვარ-ივნისში გაზის ექსპორტი 25,7%-ით გაიზარდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ასევე, აზერბაიჯანმა 15,1%-ით გაზარდა გაზის მოპოვება, რამაც 23,4 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.