North Caspian Operating Company -მ (NCOC) ყაზახეთში, კასპიის სექტორში, „კაშაგანის“ ნავთობსაბადოზე მუშაობა განაახლა.
- თოყაევი, ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს
- რუსეთი ყაზახეთის ნავთობის ექსპორტს კრძალავს მას შემდეგ, რაც თოყაევი ევროპას რესურსების მიწოდების გაზრდას დაჰპირდა
- ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა
შეგახსენებთ, რომ კაშაგანის საბადოზე ნავთობის მოპოვება გეგმური რემონტის გამო 1-ელი ივნისიდან 45 დღით შეჩერდა.
„კაშაგანი“ ყაზახეთში ბოლო ათწლეულების განმავლობაში აღმოჩენილ ნავთობის ერთ-ერთ უდიდეს საბადოდ ითვლება. საბადოს ნავთობის მარაგი 9-დან 13 მილიარდი ბარელის ფარგლებშია შეფასებული. „კაშაგანში“ კომერციული წარმოება 2016 წლის შემოდგომაზე დაიწყო.