ლევან კობიაშვილი: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სახელმწიფო სახსრებით არსებობაზე უარი განაცხადა

დამოუკიდებლობის შემდეგ სახელმწიფო მხარდაჭერის ქვეპროგრამით, ისევე როგორც სხვა სპორტულ ფედერაციებს, ფეხბურთის ფედერაციას ყოველწლიურად ბიუჯეტიდან აფინანსებდნენ,2021 იქნება პირველი წელი, როდესაც ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფოსგან თეთრსაც არ მიიღებს, აღნიშნული ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ავრცელებს.

"ფეხბურთის ფედერაციაში მოსვლის დღიდან ვამბობთ, რომ ფეხბურთის ფედერაციის მიზანია, სახელმწიფოდან უფრო და უფრო ნაკლები თანხები მივიღოთ. ეს იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო პროგრამით ყველა ფედერაცია ფინანსდება და გარკვეული თანხა წინასწარ დამტკიცებული გვქონდა. ასე იყო, მაგალითად, გასულ წელსაც – მაგრამ კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, გარკვეული პრობლემები შეიქმნა და 6,7 მილიონიდან 4,2 მილიონი ავითვისეთ. მანამდე იყო წლები, როდესაც ასევე გაცილებით ნაკლები გამოვიყენეთ. ანუ ამ გადაწყვტილებამდე მიზანმიმართულად მივდიოდით და ამას ყოველთვის ღიად და საჯაროდ ვამბობდით – ფეხბურთის ფედერაციამ და მიმაჩნია, ბევრმა სხვა მიმართულებამაც თავად უნდა მოიპოვოთ დაფინანსება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტზე, რაც შეიძლება, ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული."-ამბობს კობიაშვილი.

ფედერაციას აქვს- "იმის რესურსი, რომ შემოსული თანხებით ფედერაციის საქმიანობა უზრუნველყოს"-ამბობს კობიაშვილი. მისი თქმით,ფედერაციას ჰყავს ჰყავს სპონსორები, სპონსორების საშვალებით გეგმას ფედერაცია, გააგრძელოს საქმიანობა.

კობიაშვილის თქმით, დაფინანსებაზე უარის თქმა ფედერაციამ გადაწყვიტა იმის გამო,რომ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა პანდემიის გამო, "ბოლო ათწლეულებში პირველად მოხდება, რომ ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებული არ იქნება."- ამბობს ფედერაციის პრეზიდენტი. მისი თქმით, დაფინანსება არ შეუწყდება ფეხბურთის განვითარების ფონდს, რომლითაც საკლუბო ფეხბურთი ფინანსდება.