პორტუგალიაში ტყის ხანძრის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა. მედიის ცნობით, დაშავებულთა შორის არიან მეხანძრეები და ადგილობრივი მცხოვრებლები.
მაღალი ტემპერატურისა და გვალვის გამო გაჩენილ ხანძარს უკვე მეოთხე დღეა ვერ აქრობენ. ხანძრის შედეგად, დაახლოებით 2 500 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა.
ხანძრის საფრთხის გამო, ცხრა დასახლებული პუნქტის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.
ამასთან, ხანძრის ჩაქრობაში 3 000-ზე მეტი მეხანძრე და 60 ერთეული საჰაერო ტექნიკაა ჩართული.