ლიზ ტრასი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძოლებს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ის კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტზე კენჭს იყრის. ამის შესახებ Sky News-ი იუწყება.

ტრასმა თქვა, რომ თუ პრემიერ-მინისტრი გახდება, „გადასახადების შემცირებას პირველივე დღიდან დაიწყებს“.

„მე გავაუქმებ ეროვნული დაზღვევის გაზრდილ გადასახადს. დავრწმუნდი, რომ ვინარჩუნებთ კონკურენტულ კორპორატიულ გადასახადს, რათა მოვიზიდოთ ბიზნესი და ინვესტიციები დიდ ბრიტანეთში. მე ვაპირებ კერძო სექტორს უფრო სწრაფად გაზარდოს, ვიდრე საჯარო სექტორი, გრძელვადიანი გეგმით. ჩემი მიზანია შევამციროთ სახელმწიფო ხარჯები და საგადასახადო ტვირთი“, - განაცხადა მან.

46 წლის ტრასს დიდი ხანია ასახელებენ ჯონსონის პოტენციურ მემკვიდრედ. მისი პოპულარობა, კონსერვატიული პარტიის წევრებს შორის გამოკითხვამაც აჩვენა. ტრასი 2010 წლიდან დეპუტატია. ის მუშაობდა დევიდ კამერონის, ტერეზა მეის და ჯონსონის მთავრობებში.


შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა პარტიის ახალი ლიდერის არჩევნებში, ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ, მონაწილეობაზე უარი თქვა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ 7 ივლისს განაცხადა.