შეერთებულმა შტატებმა ბოლო სამი კვირის განმავლობაში, უკრაინისთვის $2,2 მილიარდის უსაფრთხოების დახმარება გამოყო

ბოლო სამი კვირის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 2,2 მილიარდი დოლარის უსაფრთხოების დახმარება გაუწია. ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. თავდაცვის დეპარტამენტი განმარტავს, რომ აშშ უკრაინის ბრძოლას დემოკრატიისთვის მხარს უჭერს. მთლიანობაში, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში შეერთებულმა შტატებმა უკრაინის უსაფრთხოებისთვის დაახლოებით, 8 მილიარდი დოლარის დახმარება გაიღო. 2014 წლიდან კი, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უსაფრთხოებისთვის დახმარების სახით, 9,2 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო.

„შეერთებული შტატები აგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინას ბრძოლის ველზე მისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად შესაძლებლობები მიაწოდოს“, - აღნიშნავს პენტაგონი.

A military vehicle carrying several missiles rolls out of the back of an aircraft while a service member stands on the loading ramp.

უკრაინისთვის $400 მილიონის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტს ჯო ბაიდენმა 8 ივლისს მოაწერა ხელი.

„ეს არის ახალი ტიპის [155 მმ] საარტილერიო საბრძოლო მასალა. მას აქვს უფრო მაღალი სიზუსტე. ის უკრაინას სთავაზობს შესაძლებლობას კონკრეტული სამიზნეებისთვის. ის დაზოგავს საბრძოლო მასალას. ეს უფრო ეფექტიანი იქნება სიზუსტის გამო. ეს არის ევოლუცია ჩვენს მხარდაჭერაში უკრაინისადმი, დონბასისთვის ბრძოლაში“, - აღნიშნავს პენტაგონი.