ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ეპიდვითარების ფონზე შეზღუდვების დაწესებას გამორიცხავს. მინისტრის განმარტებით, არსებული მონაცემებით, პირბადეების ტარების ვალდებულების შემოღების საჭიროება არც დღეს და არც ახლო მომავალში არ იკვეთება. თუმცა თუ სპეციალისტები ამბობენ, რომ მისი გამოყენება სასურველია, ნებისმიერს შეუძლია, გამოიყენოს: „ამას ვერ ავუკრძალავთ. სამედიცინო დაწესებულებებში იცით, რომ ეს წესი დღესაც მოქმედებს და აუცილებელია პირბადის გამოყენება.
„ჯერ კიდევ იანვარში ვამბობდი და ბევრს გაუკვირდა, რომ ეს ვირუსი ჩვეულებრივ ენდემურ ვირუსად გადაიქცეოდა, რომელიც პერიოდულად შეგვახსენებდა თავს. ზუსტად იგივე მიმდინარეობა აქვს და იგივეს ადასტურებენ ინფექციონისტები, რომ არაფერია საშიში და საპანიკო.
გვახსოვს სხვადასხვა წელს სხვადასხა რესპირაციული ვირუსი და მაშინ რომ აღგვერიცხა, იქნებ, ათასობით ყოფილიყო. უბრალოდ, რახან კოვიდპანდემიაა დაწყებული ორი წლის წინ და მივყვებით სტატისტიკის აღრიცხვას, სულ ეს არის, თორემ სხვა ვირუსები, თუნდაც მიმდინარე, სტატისტიკურად გაცილებით მეტი გვქონდა“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.