2022 წლის დასაწყისიდან საქართველოში, რძის პროდუქტების იმპორტი 1/3-ითაა გაზრდილი.
იანვარ-მაისში ქვეყანაში 1 650 ტონა ყველი და ხაჭო იმპორტირდა და შესაბამისად ქვეყნიდან $7,2 მილიონი გავიდა.
საქართველოში რძის პროდუქტების ძირითადი იმპორტიორია გერმანია, რუსეთი, თურქეთი, ნიდერლანდები და პოლონეთი.
საქართველოში რძის პროდუქტების ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები:
გერმანია - $1,4 მილიონი, 296 ტონა;
რუსეთი - $1,1 მილიონი, 373 ტონა;
თურქეთი - $948 ათასი, 258 ტონა;
ნიდერლანდები - $710 ათასი, 137 ტონა;
პოლონეთი - $605 ათასი, 118 ტონა.