დღეს, ბოლო 20 წელიწადში პირველად, დოლარისა და ევროს კურსი გათანაბრდა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. ევრო, აშშ დოლართან მიმართებით, 1,29%-ით დაეცა და ერთი ევროს ღირებულებამ 1,0056 დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2002 წლის დეკემბრის შემდეგ.
ევროსთან მიმართებით, გაძვირდა დოლარი - Bloomberg-ის ამჟამინდელი მონაცემით, ერთი დოლარის ღირებულება 0.9928 ევროა.