გარევაჭრობის აკრძალვის მიუხედავად, გორში, გურამიშვილის ქუჩაზე მოვაჭრეებმა რამდენიმე დახლი ისევ გაშალეს.
„ჩვენ ყველა გზებით შევეცდებით მაგათ დაცვას, მათ შორის სამართლებრივი გზებით, იქნება ეს სასამართლოს გზა; თუ იქნება საჭიროება, საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ და იქ დავადგენთ, ეს ნორმა რამდენად არის კონსტიტუციური, რადგან გვგონია რომ ეს ხალხი არის ბოლომდე მართალი“, – აცხადებს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წარმომადგენელი ბადრი გრიგალაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გარემოვაჭრეებს ალტერნატიული ფართი წმინდაწყლის ტერიტორიაზე, ახალ ბაზარში შესთავაზა, სადაც ისინი ერთი წლის განმავლობაში საქმიანობის გაგრძელებას სიმბოლურ ფასად შეძლებენ. მერიის შეთავაზებას გარემოვაჭრეები არ თანხმდებიან.
ასევე წაიკითხეთ:
გორის ქუჩებიდან გარევაჭრობის დახლები აიღეს