დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 3 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით საქართველოში კოვიდინფიცირების 5 154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2338 ადამიანი, 3 პაციენტი კი გარდაიცვალა. 3 310 შემთხვევა გამოვლინდა თბილისში.
- ბიძინა კულუმბეგოვი: ადამიანების ფსიქიკაში, თითქოს პანდემია დამთავრდა, მაგრამ კოვიდს ამის გეგმები არ აქვს
- სამი ფაქტორი, რის გამოც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა
სულ ჩატარდა 63 659 ტესტი, რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ის 8,10%-ს შეადგენს.
ინფორმაციისთვის, 4 ივლისიდან 10 ივლისის პერიოდში, ვირუსი დაუდასტურდა 5154 ადამიანს, 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით კი, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 103 პაციენტი.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 666 257 შემთხვევა. COVID19-ით გარდაცვლილია 16 847 ადამიანი.