უკრაინა ხდება მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობის პროგრამის (MIP) ასოცირებული წევრი, რომელიც NATO-ს წევრი ქვეყნების ჯარებს შორის თანამშრომლობას მოიცავს. შესაბამისი გადაწყვეტილება MIP-ის მმართველი ჯგუფის ყოველწლიურ სხდომაზე კენჭისყრით მიიღეს, იუწყება უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
„უკრაინას IT ინდუსტრიაში ძლიერი პოტენციალი აქვს და ის არის NATO-ს ღირსეული პარტნიორი. ჩვენ აუცილებლად შევიტანთ ჩვენს წვლილს კოლექტიური უსაფრთხოების განვითარებაში", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა.
მისი თქმით, უკრაინისთვის მრავალმხრივი თავსებადობის პროგრამის წევრის სტატუსის მინიჭება საეტაპო გადაწყვეტილებაა.
„ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი გერმანელი პარტნიორების. ახლა უკრაინას შეუძლია, გააძლიეროს თანამშრომლობა ალიანსთან და NATO-ს არაწევრ ქვეყნებთან“, - აღნიშნა თავის მხრივ, თავდაცვის ტექნოლოგიების ინოვაციებისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა, მარატ უტიუშევმა.
მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობის პროგრამა (MIP) არის NATO-ს წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ტექნოლოგიური თანამშრომლობის პროგრამა.