უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი თავის გერმანელ კოლეგას ქრისტინ ლამბრეხტს შეხვდა. რეზნიკოვის თქმით, მხარეებმა უკრაინისთვის გერმანული შეიარაღების მიწოდების საკითხი განიხილეს, რომელიც უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს გააძლიერებს.
„ჩვენ მალე ველოდებით კარგ ამბებს“, - აღნიშნა რეზნიკოვმა და დეტალებზე არ მიუთითა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ რუსეთის ტერორისტული ქმედებების შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ თანამედროვე, მაღალი სიზუსტის და ძლიერი იარაღით.