პრეზიდენტისა და პრემიერის მკვლელობის მოწოდებების გამო, პოლონეთში კაცი დააკავეს

პოლონეთის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტომ (ABW) დააკავა კაცი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერის მკვლელობისკენ მოწოდებაშია ეჭვმიტანილი. პოლონეთის უშიშროების სამსახურის სპიკერის, სტანისლავ ჟარინის თქმით, ეჭვმიტანილი პიოტრ უ. ქალაქ ბელჩატოვში დააკავეს. მისივე თქმით, დაკავებული კაცი Facebook-ზე უხეშ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს აქვეყნებდა. 

„ეჭვმიტანილმა ასევე გამოიყენა სოციალური მედია "პრეზიდენტის, პრემიერ მინისტრ მატეუშ მორავიეცკის და პოლიციის ოფიცრების მკვლელობის მოწოდებისთვის", - განუცხადა სპიკერმა ჟურნალისტებს.

პიოტრ უ. უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ მხოლოდ საკუთარ შეხედულებებს გამოხატავდა.