პოლონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობები განვითარდება და ქვეყნები ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდებიან. „პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო მხარს უჭერს უკრაინის არმიას, უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ჩვენ ერთად ვართ დღევანდელ რთულ ვითარებაში - ამ ტრაგედიისას, რომელიც ახლა ხდება უკრაინაში რუსული აგრესიის გამო", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ მომავალში, უკვე მშვიდობიან პერიოდში, უკრაინასა და პოლონეთს შორის ურთიერთობა განვითარდება და ქვეყნები ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდებიან.

სახელმწიფოს მეთაური ასევე დარწმუნებულია, რომ ორ სახელმწიფოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა გაღრმავდება.

თავის მხრივ, მარიუშ ბლაშჩაკმა მადლობა გადაუხადა ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს აგრესორთან ბრძოლაში გამძლეობისთვის. „გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი პოზიციისთვის, რადგან უკრაინის თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის პოლონეთის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. გმადლობთ, რომ გვიცავთ", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.