ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას შეხვდა, რათა საქართველოს წინაშე არსებული ეკონომიკური გამოწვევების შესახებ მიეღო ინფორმაცია. ამის შესახებ ამერიკის საელჩო იუწყება.
„საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა საელჩოს ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ჩვენ ქართველ კოლეგებთან, მათ შორის, საქართველოს ეროვნულ ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობას ვაგრძელებთ. ელჩი დეგნანი ბანკის ხელმძღვანელობას გუშინ შეხვდა, რათა საქართველოს წინაშე არსებული ეკონომიკური გამოწვევების შესახებ მიეღო ინფორმაცია და განეხილა გზები, რომლებიც ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ ჩვენს პარტნიორობას უფრო გააღრმავებს“, - აღნიშნული ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა ხსენებული შეხვედრის შესახებ 12 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია.