გაეროს საერთაშორისო სასამართლოში უკრაინის მხარდასაჭერად, 40-ზე მეტი ქვეყნის სახელით ერთობლივი განცხადება გავრცელდა.
ქვეყნები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში, როგორც ეს სასამართლომ 2022 წლის 16 მარტის ბრძანებაში, დროებითი ზომების შესახებ დაავალა“.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვუჭერთ მხარეს უკრაინას, რომელიც საერთაშორისო სასამართლოში გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ 1948 წლის კონვენციის შესაბამისად რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებს სამართალწარმოებას. ჩვენ კვლავ ხაზს ვუსვამთ ამ პროცესის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში, როგორც ეს სასამართლომ 2022 წლის 16 მარტის ბრძანებაში, დროებითი ზომების შესახებ დაავალა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადება გავრცელდა ევროკავშირსა და შემდეგი შემდეგი ქვეყნების სახელით: ალბანეთი, ანდორა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მარშალი კუნძულები, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პალაუ, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები.
ცნობისთვის, ამ ჩამონათვალში საქართველო არ არის, მიზეზებთან დაკავშირებით, Europetime-მა განმარტებისთვის საგარეო უწყებას მიმართა, რომლის პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. ინფორმაციისთვის, 2022 წლის მარტში გავრცელებული განცხადებით, საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს მიმართეს.
კერძოდ, მაშინ, გაერთიანებულმა სამეფომ შეეკრიბა მოკავშირეები იმ მიზნით, რომ დააჩქაროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გამოძიება უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულებზე. ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, დიდ ბრიტანეთს 37 ქვეყანა შეუერთდა ამ მოთხოვნაში, მათ შორის არის საქართველოც. ბრიტანეთის მთავრობა აღნიშნავდა, რომ ეს არის ყველაზე მასშტაბური მიმართვა ICC-ის ისტორიაში.