NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ალიანსის გაწევრიანებისკენ გზაზე, რეფორმების განხორციელებაზე უნდა კონცეტრირდეს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ევროპარლამენტში შესაბამამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„არის სამი ქვეყანა, რომელიც NATO-ს წევრობისკენ ისწრაფვის: უკრაინა, საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა. საქართველო და უკრაინა, ეს ორი განსხვავებული ქვეყანაა. ძირითადი ფოკუსი ახლა უკრაინაზეა, მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე, რათა უკრაინამ შეძლოს დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ არსებობა. ეს არის მთავარი ფოკუსი, ახლა ფოკუსი წევრობაზე არ არის, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინის თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზებისთვის...
საქართველოზე მთავარი ფოკუსი კვლავ რეფორმებზეა, რათა დავეხმაროთ მათ NATO-ს წევრობისკენ სვლაში. ჩვენს შესახებ იცით, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ახალ წევრთან დაკავშირებით, მოითხოვს ერთხმად მხარდაჭერას, ყველა წევრის თანხმობაა საჭირო და ჩვენ არ გვაქვს შეთანხმება NATO-ში, რომ ახლა გადავდგათ მომდევნო ნაბიჯი და გვქონდეს წევრობის სამოქმედო გეგმა. ფოკუსი უნდა იყოს რეფორმებზე და იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც, ჩვენ შევძლებთ ერთი ნაბიჯით წინ წასვლას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.