აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ისრაელში დღეს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, იაირ ლაპიდს შეხვდა. ინფორმაციას ისრაელის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრა იერუსალიმში, ერთ-ერთ სასტუმროში შედგა.
მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გეგმავენ.
ჯო ბაიდენი ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა.
გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა ისრაელის ოპოზიციის ლიდერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.