ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჩინეთის მთავრობამ დაბლოკა საგამოძიებო ჯგუფის ჩასვლა ქვეყანაში, რომელსაც ევალება კორონავირუსის წარმოშობის გამოძიება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ გაეროს გუნდის ორმა მეცნიერმა უკვე დატოვა საკუთარი ქვეყნები და მიემართებოდნენ უხანისკენ, როდესაც მათ უთხრეს, რომ ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა ქვეყანაში შესვლის საჭირო ნებართვები არ მისცეს. ორგანიზაციის თქმით, მეცნიერების ჩასვლა ჩინეთის ხელისუფლებასთან წინასწარ იყო შეთანხმებული.
გენერალურმა დირექტორმა, თედროსმა ხუთ იანვარს, ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა რომ ის ”ძალიან იმედგაცრუებულია ამ ამბით,” მისი თქმით, მას ”კონტაქტი ჰქონდა ჩინეთის მაღალჩინოსნებთან და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მისია პრიორიტეტია ჯანმოსთვის და საერთაშორისო გუნდისთვის.”
ჯანმო-ს ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა,მაიკლ რაიანმა განაცხადა, რომ ვიზების პრობლემა შეიქმნა და გუნდის ერთი წევრი უკვე დაბრუნდა სახლში. მეორე ტრანზიტით სხვა ქვეყანაში ელოდება.
ჯანმოს ოფიციალური პირები დიდი ხანია მოლაპარაკებებს აწარმოებენ პეკინთან, რათა მეცნიერთა ჯგუფს მისცეს წვდომა საკვანძო ადგილებზე ვირუსის წარმოშობის შესასწავლად, რომელიც პირველად უხანში 2019 წლის დეკემბერში აღმოაჩინეს.
ჩინეთში უხანიდან ვირუსის გავრცელების გაშუქების გამო, ჟურნალისტი დააკავეს.