2022 წლის იანვარ-ივნისში, თურქეთიდან აზერბაიჯანში შრომითი მიგრანტების რიცხვი მინიშვნელოვნად გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია TurkicWorld-ზე დაყრდნობით წერს.
სტატისტიკის თანახმად, თურქეთიდან დასაქმების მიზნით აზერბაიჯანში 2021 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 2022 წლის ამ პერიოდში 18,6% მეტი ადამიანი ჩამოვიდა. რაც 275 მოქალაქეს შეადგენს.
2022 წლის იანვარ-მაისში დასაქმების მიზნით თურქეთი 8 393 ადამიანმა დატოვა, რაც 2021 წლის მონაცემზე 36%-ით მეტია.