ევროპის წამლის სააგენტომ Moderna-ს წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებაზე რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, Moderna-ს ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია 18 წელს ზემოთ ადამიანებისთვის არის გაცემული. ეს მეორე ვაქცინაა, რომელიც წამლის სააგენტომ ევროკავშირის ქვეყნებისთვის დაამტკიცა. სააგენტომ ვაქცინის ხარისხი, უსაფრთხოება და ეფექტურობა შეაფასა.
მას შემდეგ, რაც ევროკომისია Moderna-ს ვაქცინას დაამტკიცებს, ის Pfizer-BioNTech-ის შემდეგ მეორე ვაქცინა გახდება, რომელსაც ევროკავშირი პანდემიასთან დასაპირისპირებლად გამოიყენებს.
ევროკავშირმა შეუკვეთა 80 მილიონი დოზა Moderna ვაქცინა,საჭიროების შემთხვევაში რაოდენობის გაორმაგების შესაძლებლობით. მასაჩუსეტსის კომპანია წელს 1 მილიარდამდე დოზის წარმოებას გეგმავს.
ჯანმოს გუნდს კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად, ჩინეთში შესვლაზე უარი უთხრეს.