საქსტატის ცნობით, 2022 წლის ივნისში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 255.3 ლარი იყო, რაც წინა წელს არსებულ საარსებო მინიმუმთან შედარებით 40.8 ლარით (19%-ით) მეტია, რაც საარსებო მინიმუმის სტატისტიკის წარმოების ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2022 წლის იანვარ-ივნისი:
- იანვარი - 226.2 ლარი;
- თებერვალი - 231.3 ლარი;
- მარტი - 238.2 ლარი;
- აპრილი - 241.0 ლარი;
- მაისი - 245.1 ლარი;
- ივნისი - 255.3 ლარი;
შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2021 წლის იანვარ-ივნისი:
- იანვარი - 195.6 ლარი;
- თებერვალი - 197.2 ლარი;
- მარტი - 201.0 ლარი;
- აპრილი - 202.8 ლარი;
- მაისი - 205.6 ლარი;
- ივნისი - 214.5 ლარი;
საქსტატის მონაცემებითვე, ივნისის მდგომარეობით, "საშუალო მომხმარებლის" საარსებო მინიმუმი 226.1 ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 36.1 ლარითაა გაზრდილი.