აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთში გადატრიალების მცდელობის პრევენციის მეექვსე წლისთავთან დაკავშირებით მიმართვა გაუგზავნა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, თავის მიმართვეში აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ხალხი და სახელმწიფო პირველივე წუთებიდან ახლოს იყვნენ თურქეთთან, გამოხატეს სოლიდარობა და მკვეთრად დაგმეს მოძმე ქვეყანაში ძალაუფლების ძალით ხელში ჩაგდების მცდელობის მონაწილეთა ქმედებები.
„ჩვენი ხალხები ახლოს არიან მწუხარებასა და სიხარულშიც. ჩვენ განვაგრძობთ თურქეთის გვერდში დგომას ყველა საკითხში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ თავდაჯერებულად განვაგრზობთ სვლას შუშას დეკლარაციაში განსაზღვრული მოკავშირე მიზნებისკენ, რომლის ხელმოწერის პირველი წლისთავი აღინიშნა ერთი თვის წინ“, - ნათქვამია მიმართვაში.
დასასრულს, ილჰამ ალიევმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ჯანმრთელობა და წარმატებები უსურვა, ხოლო თურქეთის მოძმე ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა.
2016 წელის 15 ივლისს დაახლოებით 50 000 ჯარისკაცს, პოლიციელს, მოსამართლეს, საჯარო მოხელეს და მასწავლებელს შეუჩერეს უფლებამოსილება ან დააკავეს გადატრიალების მცდელობის შემდეგ, რომელიც, როგორც ანკარა აცხადებს, აშშ–ში მცხოვრები თურქი სასულიერო პირის, ფეთჰულაჰ გიულენის მიერ იყო ორგანიზებული.