ივნისში, საქართველოში ყველაზე მეტი თანხა კვლავ რუსეთიდან გადმოირიცხა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ივნისში ფულადი გზავნილების მოცულობა, წინა წლის ივნისთან შედარებით 112%-ით გაიზარდა და $427 მილიონს მიაღწია. მთლიანობაში 2022 წლის პირველ ნახევარში გზავნილების სახით $1.78 მილიარდი შემოვიდა, რაც 2021 წელთან შედარებით 65%-ით მეტია.

ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც ივნისში $231.4 მილიონი გადმოირიცხა. რაც წინა წელის მაჩვენებელთან შედარებით 492%-ით მეტია. 

რუსეთის შემდეგ ფულად გზავნლებსი მეორეა იტალია, საიდანაც 35.6 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წლიურად 12%-ით არის გაზრდილი. $27.7 მილიონით მესამე პოზიციაზეა აშშ, საბერძნეთი კი $18.8 მილიონით მეოთხე პოზიციას იკავებს.

1. რუსეთის ფედერაცია - $231.4 მილიონი, მატება წინა წელთან 492%
2. იტალია - $35.6 მილიონი, მატება წინა წელთან 12%
3. აშშ - $27.7 მილიონი, მატება წინა წელთან 11%
4. საბერძნეთი - $18.8 მილიონი, კლება წინა წელთან -7%
5. ყაზახეთი - $17.3 მილიონი, მატება წინა წელთან 284%
6. ისრაელი - $16.9 მილიონი, მატება წინა წელთან 8%
7. გერმანია - $14.0 მილიონი, მატება წინა წელთან 44%
8. თურქეთი - $8.4 მილიონი, კლება წინა წელთან -7%
9. ყირგიზეთი - $7.0 მილიონი, მატება წინა წელთან 519%
10. ბელორუსი - $5.3 მილიონი, მატება წინა წელთან 756%

მთლიანობაში 2022 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან საქართველოში $750 მილიონი ფულადი გზავნილი შემოვიდა. იტალიიდან $208 მილიონი, აშშ-დან კი გადმორიცხვებმა $147 მილიონი შეადგინა.