OPEC+ ერთიანობამ და ირანის არასწორმა ქცევამ West Texas Intermediate-ის ნედლი ნავთობის ფასები ბარელზე 50 დოლარზე მაღლა აიყვანა, პირველად თებერვლის შემდეგ.
საუდის არაბეთი დგამს საკმაოდ კეთილშობილურ ნაბიჯს და ნებაყოფლობით წყვეტს წარმოებას, რათა მისცეს შანსი პროდუქციის ზრდას რუსეთიდან და ყაზახეთიდან, რაც წარმოებას 75,000 ბარელით გაზრდის.
თავის მხრივ, საუდის არაბეთი იმ რაოდენობით შეამცირებს წარმოებას, რომ სხვა წევრი ქვეყნების წარმოება სტაბილური იყოს თებერვლის განმავლობაში. ქვეყანა ასევე მზად არის რომ უფრო მეტ შემცირებაზეც წავიდეს, რათა ბაზარი დაბალანსებული იყოს.
2020 წლის თებერვალი იყო OPEC– ის ნავთობის მოპოვების ომის დასაწყისი, როდესაც რუსეთი და საუდის არაბეთი იბრძოდნენ წარმოების ზომის შემცირებაზე, რათა ეპასუხათ Covid 19 – ის მიერ გამოწვეულ მსოფლიო პანდემიის გამო, ნავთობზე მოთხოვნის შემცირებას.
ახლა ნავთობის ფასი კვლავ იზრდება, ნავთობის ზოგიერთ მწარმოებელს, ძირითადად რუსეთს, სურს რომ კიდევ ერთხელ დაიწყოს წარმოების გაზრდა. რუსეთი თებერვლიდან 500,000 ბარელით გაზრდას ითხოვდა დღიურ წარმოებას, მაგრამ OPEC– ის სხვა მწარმოებლების უმეტესობა, გარდა არაბეთის გაერთიანებული საემიროებისა, გაზრდის წინააღმდეგი იყო.