ჯო ბაიდენი საუდის არაბეთში ჩავიდა, სადაც მას ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი დახვდა.
- კრიტიკის მიუხედავად, ჯო ბაიდენი პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდება -BBC
- ჯო ბაიდენის თქმით, ახლო აღმოსავლეთი ახლა უფრო სტაბილური და უსაფრთხოა, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის დროს იყო
ბაიდენის ამ მოგზაურობამ კრიტიკა გამოიწვია შეერთებულ შტატებში. მიზეზი ჯამალ ხაშოგის მკვლელობაა, რომელშიც პრინცს აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები ადანაშაულებენ.
- ჯო ბაიდენი: ახლო აღმოსავლეთში ჩემი გამგზავრებით, ამერიკის ჩართულობის „ახალი და უფრო წარმატებული“ ეტაპი დაიწყება
- იაირ ლაპიდი: ბაიდენი საუდის არაბეთს „მშვიდობის გზავნილს“ გადასცემს
ჯო ბაიდენმა თავის დასაცავად განაცხადა, რომ არ სურდა საუდის არაბეთთან ურთიერთობის გაწყვეტა, რადგან ეს შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.
აშშ-ის ლიდერი საუდის არაბეთის სამეფოში პირდაპირ ისრაელიდან გაფრინდა, რაც ბოლო დრომდე შეუძლებელი იყო, რადგან ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები აიკრძალა.