გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა

გუდაურში პარაპლანი ხევში ჩავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაღუპა. ინფორმაცია Europetime-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაუდასტურეს. 

შემთხვევის დროს პარაპლანით ორი ადამიანი გადაადგილდებოდა. მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ის გუდაურის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრში მრავლობითი ტრავმებით გადაიყვანა.