თურქეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ემანუელ მაკრონმა SAMP-T საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთობლივი წარმოების საკითხი განიხილეს.
ბრიუსელში NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს, თურქეთის პრეზიდენტმა თავის ფრანგ კოლეგა მაკრონთან და იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან გამართა მოლაპარაკებები. საუბრის ერთ-ერთი თემა SAMP-T საჰაერო თავდაცვის სისტემებს შეეხებოდა.
ამ თვის დასაწყისში, იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი და იტალია მზად არიან, ხელი მოაწერონ შეთანხმებას რაც შეიძლება მალე SAMP/T საჰაერო თავდაცვის სისტემის პროექტზე.