სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი: სოსო გოგაშვილის მიმართ შესაძლო დაზიანებაზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა იმსჯელებს

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დაინიშნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტი იმსჯელებს სოსო გოგაშვილის მიმართ შესაძლო დაზიანებაზე, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ განცხადა.

როგორც კოკა კაციტაძე აცხადებს, დაინიშნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტი იმსჯელებს შესაძლო დაზიანებაზე.

„გამოძიება გუშინ დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც არის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ჩვენთან შემოსული შეტყობინება, სადაც ოჯახი მიუთითებდა, რომ გოგაშვილის მიმართ ძალადობრივი ქმედება განხორციელდა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დაინიშნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტი იმსჯელებს, შესაძლო დაზიანებაზე. ექსპერტიზის შედეგებს ველოდებით. ექსპერტიზა უკვე მიმდინარე რეჟიმში უნდა იყოს“, – განაცხადა კაციტაძემ.


ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად 16 ივლისს დააკავეს. 

გოგაშვილს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე, 157-ე და 236-ე მუხლებით ოფიციალურად წარედგინა, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბრალდება სოსო გოგაშვილს სხვა ბრალდებებთან ერთად 2015-2018 წლებში ორი პირის პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვას ედავება, რომელიც 2021 წლის თებერვალში გავრცელდა.

„მეორე ეპიზოდი არის სამსახურეობრივი უფლებოსილების გადამეტება. ესეც შეეხება 2015-2018 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და პერსონალურ მონაცემებს თითქოს სოსო გოგაშვილმა ეს მონაცემები მან უკანონოდ გამოიტანა სამსახურიდან.

მესამე ეპიზოდი არის ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება. აქაც კითხვის ნიშნები და აბსურდული რაღაცები ჩნდება. კერძოდ, 5 ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, საიდანაც 2 არის სწორედ ის იარაღები, რაზეც ოჯახის წევრები მიუთითებს რომ მოხდა ამ იარაღების ჩადება, ხოლო 3 ცეცხლსასროლი ეკუთვნით დაცვის თანამშრომლებს", - განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.


ასევე წაიკითხეთ: