უკრაინა ევროკავშირს მეტი იარაღის მიწოდებას და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას სთხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს მეტი იარაღის მიწოდებას და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას სთხოვს. ამის შესახებ დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა.

რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების საკითხზე უკრაინელმა მინისტრმა ენერგეტიკული ემბარგოს, ნავთობის ფასზე ლიმიტისა და ყველა რუსული ტელეარხის აკრძალვას გაუსვა ხაზი.

„მოვუწოდებ ევროკავშირის ქვეყნებს, უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირონ“,  - წერს დმიტრო კულება.

ცნობისთვის, დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვის საკითხს განიხილავენ. მინისტრები ასევე ისაუბრებენ უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდის გეგმებზე. დილის სესიას ასევე შეუერთდა ქვეყნის უმაღლესი დიპლომატი დიმიტრო კულება.