უმაღლესმა რადამ საბაჟო საკითხებში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებიდან უკრაინის გასვლის შესახებ კანონი მიიღო. საქმე ეხება დოკუმეტს, რომელსაც ხელი მოწერა მოსკოვში, 1994 წლის 15 აპრილს და უმაღლესმა რადამ 1999 წელს მოახდინა რატიფიცირება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ხელშეკრულება აქტუალური იყო იმ პერიოდში საბაჟო სფეროში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის სახელშეკრულებო და სამართლებრივი ბაზის შექმნის აუცილებლობით. კერძოდ, საკითხი ეხებოდა შესაბამისი სახელმწიფოების საბაჟო ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ თანამშრომლობას, რაც მიზნად ისახავდა უკანონო ქმედებების აღმოჩენას და ერთობლივი ღონისძიებების გატარებას.
„ამჟამად, შეთანხმებამ დაკარგა პრაქტიკული მნიშვნელობა უკრაინისთვის და ის აღარ გამოიყენება“, - განმარტავს უკრაინული მხარე.