ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის გაგზავნის ბრძანება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის გაგზავნის ბრძანება გასცა. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კეილი მაკინენიმ განაცხადა.

„პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით, ეროვნული გვარდია სხვა ფედერალურ დამცავ სამსახურებთან ერთად ვაშინგტონისკენ მიემართება“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების გამო, ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა. აშშ-ის კონგრესის შენობიდან მაიკ პენსისა და კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა.